"[სამიტზე] ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა ევროკავშირის ლიდერებს, რა სიტუაციაა მოლდოვაში, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა..." | სანდუ

გამოქვეყნდა:

"[სამიტზე] ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა ევროკავშირის ლიდერებს, რა სიტუაციაა მოლდოვაში, რომ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა...", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ მოლდოველმა ხალხმა აირჩია მომავალი ევროკავშირთან ერთად. მე ვამაყობ თითოეული მოლდველით, რომელიც მტკიცედ დადგა და აჩვენა გამძლეობა მიუხედავად გარე ჩარევისა და მრავალი სხვა გამოწვევისა. მე დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ ევროკავშირის ლიდერებს ვესაუბრო მოლდოვაში არსებული სიტუაციის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, რომლებიც უკეთ დაიცავენ მოლდოვის დემოკრატიას. ჩვენ გვინდა, რომ თავად მოლდოველები წყვეტდნენ მოლდოვის ბედს და არა რუსული ფული. ეს მნიშვნელოვანია არა მხლოდ მოლდოვისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის", - განაცხადა სანდუმ. 

მან ასევე X-ზე დაწერა: "ამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე მოლდოველი ხალხის განახლებული მანდატით ვარ, რათა ჩვენს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წავიწიოთ. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, უფრო სწრაფად იმუშაონ მოლდოვას ინსტიტუტებისა და გამძლეობის გასაძლიერებლად".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი