მაკრონმა, ბუდაპეშტის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამავე სამიტზე მყოფ კობახიძეს კი არა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პოლიტიკურ სამიტზე, მოლდოვის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამავე სამიტზე მყოფ საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს კი არა.

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ "საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს".

"ევროპული დემოკრატიის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის თემაა. საქართველოსა და მოლდოვაში იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა, კიბერჩარევა, მანიპულაცია. ხმების ყიდვა, რაც ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. და აქვე მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს, მაგრამ ჩვენ ეს შეიძლება დავკარგოთ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე, ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებიან. უნგრეთის დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს ევროპის საბჭოს არაფორმალურ სამიტს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებას და შემდგომ ქმედებებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი