რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში კორპუსები და საავადმყოფო დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო არმიამ მორიგი შეტევა მიიტანა ზაპოროჟიეზე. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, მტერმა ხუთი დარტყმა მიაყენა საცხოვრებელ კვარტალს, მათ შორის, საავადმყოფოს შენობას, რომლის ნაწილიც დაზიანდა. დანგრეულია სახლები.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია ათი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი. მონაცემები კიდევ ზუსტდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი