ამერიკელი ხალხი იმსახურებს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას... ქვეყანა მხოლოდ გამარჯვების დროს არ უნდა გიყვარდეთ, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის ვარდების ბაღში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა მსოფლიოში თვითმმართველობის უდიდესს ექსპერიმენტს ატარებს. ეს ჰიპერბოლა არაა. ეს ფაქტია. სადაც ხალხი, ხალხის ხმას აფიქსირებს და ირჩევს თავის ლიდერებს და ისინი ამას მშვიდობიანად აკეთებენ. ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. გუშინ მე ველაპარაკე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, მივულოცო მას გამარჯვება. გარანტია მივეცი, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ, მის გუნდათ იმუშაოს, რათა უზრუნველყოთ ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს.
[...]
არ შეიძლება თქვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ გიყვარდეს, როდესაც გაიმარჯვებ. მოყვასის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როცა თანხმდებით, არ შეიძლება. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიეცით ხმა, ერთმანეთი შეხედეთ, როგორც ამერიკელმა თანამემამულეებმა და არა როგორც მოწინააღმდეგეებმა. ზოგიერთისთვის ეს გამარჯვების, ზოგიერთისთვის კი დამარცხების დროა. კამპანიები კონკრეტული ხედვების კონკურსია. ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს. ჩვენ ვეთანხმებით იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა.
[...]
ჩავარდნები გარდაუვალია, მაგრამ დანებება შეუძლებელია. ჩვენ ყველანი დავეცემით, მაგრამ ჩვენი ხასიათის საზომი, როგორც მამაჩემი იტყოდა, არის ის, თუ რამდენად სწრაფად დავდგებით ისევ ფეხზე. ამერიკული სული გამძლეა”, - თქვა მან.", - განაცხადა ბაიდენმა.
[მასალა ახლდება]