ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
"ტელეფონით ვესაუბრე და მივულოცე არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები და ინტერესები აქვთ. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობები ყველა სფეროში.
მე აღვნიშნე ევროკავშირის პრიორიტეტები ეკონომიკასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ძირითადად უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.
ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის გაძლიერებას და მეტი ინვესტიციის ჩადებას ჩვენს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში", - წერს მიშელი.