ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრისას საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო.
"პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის", - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.