ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მოლდოვის ახლად არჩეულ პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი ამის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
"პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მე შევხვდი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და მივულოცე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით, ასევე რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა. კოორდინირებულია ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეც. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნების გზამ ევროკავშირისკენ ჩვენს ხალხს უნდა მოუტანოს მეტი შესაძლებლობა, მეტი სოციალური სტაბილურობა და ეკონომიკური უსაფრთხოება. გაერთიანებული ევროპა აძლიერებს ერებს", - წერს ზელენსკი