რუსეთში, ღონისძიებაზე გამოსვლის დროს, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა მივულოცო მას აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს, ეს ნამდვილად ასე იქნება პრაქტიკაში. ის, რაც ტრამპმა თქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე, უკრაინის კრიზისის დასასრულებლად, ჩემი აზრით, სულ მცირე ყურადღებას იმსახურებს", - თქვა პუტინმა.