2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, მათგან 11 "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული, რომლებსაც ბიუჯეტიდან 5.5 მილიონი გადაუხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"მთავრობამ 2024 წელს შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად 9 მილიონამდე დახარჯა. აქედან 5.5 მილიონი ოცნების შემომწირველმა ან მასთან დაახლოებულმა კომპანიებმა მიიღეს. რთვლის სუბსიდირების პროგრამით დაფინანსებული 23 კომპანიიდან 4 უკრაინის მიერ სანქცირებული ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიაა. ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. ჯამში 35 შესყიდვიდან 20 შესყიდვა ოცნების შემომწირველ ან მათთან დაახლოებულ კომპანიებთან გაფორმდა", - წერს კვლევითი ორგანიზაცია.