"მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა" | ლატვიის პრემიერ მინისტრი

გამოქვეყნდა:

ლატვიის პრემიერ მინისტრის ევიკა სილინას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მიიღონ. ამის შესახებ ევიკა სილინამ ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა. აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში განვითარებული პროცესებია.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მოლდოვისგან, რომ მათი არჩევნების შედეგების თითქმის 10%-ზე რუსეთის გავლენა იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის იმ ქვეყნების სირთულეები, რომლებიც უფრო ახლოს არიან რუსეთთან და ვაფასებთ ყველა ძალისხმევას, რომელსაც წევს ქართული საზოგადოება, რათა ქვეყანაში დემოკრატია იყოს დაცული.

მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, ხალხის მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვას და ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ გზას." - განაცხადა ევიკა სილინამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი