ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტების 86-დღიანი ტყვეობიდან დღეს გათავისუფლდება

გამოქვეყნდა:

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტების 86-დღიანი ტყვეობიდან დღეს გათავისუფლდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მღებრიშვილს ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცემენ. 

კორონაპანდემიიდან გამომდინარე, ხვიჩა მღებრიშვილს, სავარაუდოდ, კარანტინში გადასვლა მოუწევს. გატაცებულის ოჯახი ფიქრობს, რომ მღებრიშვილის გათავისუფლება სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების საქმიანობის შედეგია. 

შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი