ეკა კვალიაშვილი - ₾637, ნიკა არაბიძე - ₾5 625, ჯიმო აბესაძე - ₾10 204 | ვის რა თანხა გადაუხადა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

ვის რა თანხა გადაუხადა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ - გამოცემა "ნეტგაზეთი" ოლიგარქის გუნდის ფინანსურ ანგარიშს ავრცელებს.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, პარტიამ წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი ცნობილი სახე დაიქირავა, მათ შორის: მუსიკოსები, წამყვანები და მსახიობები.

დეკლარაციის თანახმად, პარტიამ თანხები შემდეგ სახეებს გადაუხადა:

  1. მომღერალი ეკა კვალიაშვილი – ₾637
  2. მომღერალი დათუნა მგელაძე – ₾637
  3. მომღერალი მარიტა როხვაძე – ₾1275
  4. მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი – ₾1250
  5. მსახიობი დავით ხურცილავა (ჯაპანა) – ₾1875
  6. წამყვანი ნანიკო ხაზარაძე – ₾2551
  7. მომღერალი სოფო ხალვაში – ₾2551
  8. მომღერალი რომან რცხილაძე – ₾3125
  9. მომღერალი მანანა თოდაძე – ₾3750 
  10. მომღერალი თამუნა ამონაშვილი – ₾3826
  11. მომღერალი თემურ თათარაშვილი – ₾4464
  12. მომღერალი სალომე ბაკურაძე – ₾5102
  13. მომღერალი გიორგი ნიკოლაძე(ნიკოლშოუ) – ₾5102
  14. იუმორისტი ნიკა არაბიძე – ₾5625
  15. მომღერალი სოფო ბედია – ₾5739
  16. იუმორისტი გიორგი გაბუნია – ₾8928
  17. პრაიმჰაუსის გამარჯვებული გიორგი დიასამიძე – ₾9566
  18. იუმორისტი ჯიმო აბესაძე  – ₾10 204

გამოცემა ასევე წერს, რომ ანგარიშიდან შეუძლებელია გარკვევა, ამ პირებმა რამდენჯერ მიიღეს მონაწილეობა “ოცნების” მხარდამჭერ კონცერტებში.

საანგარიშო პერიოდში, ჯამში, "ქართული ოცნების" ფაქტობრივმა ხარჯებმა - 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი