რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ | პოლონეთის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული სპეცსამსახურები დგანან საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში, პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, როდესაც ამანათებს ცეცხლი წაეკიდა. უწყებაშ ვარაუდობენ, რომ ამანათები სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო.

საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც აალებად ნივთიერებას შეიცავდა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, რთულად ჩასაქრობი ხდებოდა.

"შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ნახსენები დივერსიები იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული", - განაცხადეს პროკურატურაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი