ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჟირონას რეგიონში წყალდიდობაა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები. წყალმა 30-მდე მანქანა გაიტაცა.
წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცნობისთვის, გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა. აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.