აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც, გენ.პროკურორის თქმით, ირანთან თანამშრომლობდა და ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, ირანთან თანამშრომლობდა და აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა. 

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებული ნიუ-იორკში ივნისში ჩავიდა, რათა შეხვედროდა მათ, ვისთან ერთადაც გეგმავდა მკვლელობას. მან ორ სავარაუდო მკვლელს, 5 ათასი დოლარი ავანსის სახითაც გადაუხადა, რომლებიც შეფარულად სამართალდამცავების ფორმაში იყვნენ. 

დამნაშავემ აშშ მიმდინარე წლის ივლისში დატოვა, რა დროსაც თანამზრახველები გააფრთხილა, რომ ისინი მითითებებს მიიღებდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი