"ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ" | სლოვაკეთიდან 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა ქართველ ხალხს მიმართავს

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთიდან 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა ქართველ ხალხს მიმართავს. "ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი!" - ამ სათაურით ქვეყნდება საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდამჭერი წერილი, რომელსაც საჯარო ფიგურებიდან 110 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან, ყოფილი პრემიერმინისტრი, სამი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთი ყოფილი დიპლომატი, კულტურის სფეროსა და და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევების გამოძიებას ითხოვს.

"საქართველოს ბრძოლა თავისი მომავლისთვის არის ევროპის მომავლისთვის და 21-ე საუკუნის ნამდვილი დემოკრატიისთვის ბრძოლაც. უკრაინელებთან ერთად, რომლებიც რუსული ბარბაროსული აგრესიისგან იცავენ თავს, თუ კიდევ სადმე არის განსხეულებული დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის სიმტკიცე, ეს თქვენშია - საქართველოს ასობით ათას მოქალაქეში, ვინც არ ეგუებით დემოკრატიის წართმევას, რისთვისაც წარსულში იბრძოდით და დიდი მსხვერპლიც გაიღეთ.

თქვენ ხართ შთაგონება და სტიმული მთელი მსოფლიოსთვის. დემოკრატიული მიღწევების წართმევის მცდელობა, კონსტიტუციური მმართველობისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა ჩვენ ქვეყანაში, სლოვაკეთშიც გვტკივა. ამიტომაა, რომ მთელი გულით და დაძაბულობით გვესმის და ვიაზრებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყველა თქვენ გვერდით ვდგავართ, თქვენთან ვართ და გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, გამძლეობასა და ენერგიას. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია," - წერია მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი