სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეხმიანება და წერს რომ მსგავსი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
საიას ინფორმაციით, საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. სტრასბურგის სასამართლოს კი 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.
"ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს," - წერია განცხადებაში.