თბილისში მიმდინარე 2 მსვლელობა ერთმანეთს თსუ-ის პირველ კორპუსთან შეხვდა.
მსვლელობები 15 საათიდან მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყო. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა და მოქალაქეებმა გაიარეს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაერთიანდნენ. აქცია გმირთა მოედანზე გაგრძელდა, სადაც შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს და განაცხადეს, რომ პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გაგრძელდება.