ბრემენში, მკვლელობის ბრალდებით, 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა კაცმა, მკვლელობა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. უწყების ცნობითვე, ის მოკლულის ახლო წრიდანაა.

ქართველის დასაკავებლად გერმანიის პოლიციამ დაკავების ორდერი გუშინ გასცა. ამ ეტაპზე ბრემენის პროკურატურა დამატებით დეტალებს არ ავრცელებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი