ლამანშის სრუტის გადაკვეთას გასული 24 საათის განმავლობაში 572 მიგრანტი ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ყველა მათგანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 572 ადამიანი სრუტეში ცხრა ნავით გადაადგილდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტების სრუტის უკანონო გადაკვეთა წლევანდელი მონაცემებით, შარშაანდელთან შედარებით 22%-ით გაზრდილია, ეს მაინც ერთ-ერთი მასშტაბური მცდელობაა.
ცნობისთვის, საფრანგეთის სანაპირო დაცვის ცნობით, წელს ლამანშის არხის გადაკვეთის მცდელობისას დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა.