ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურა

გამოქვეყნდა:

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც მან "მთავარ არხთან" ისაუბრა, ამჟამად თვითიზოლაციაშია და განმეორებითი კოვიდტექსტირების შედეგებს ელოდება. 

რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ამის გაგებისთანავე თავადაც ჩავიტარე ტესტირება და ინფიცირებული აღმოვჩნდი. ველოდები განმეორებითი ტესტირების შედეგებს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დავუბრუნდები სამსახურს, - ამბობს სოლომონ ფუტკარაძე. 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში განსაკუთრებითაა გართულებული ეპიდსიტუაცია. დღეს დადასტურებული 265 ახალი შემთხვევიდან 165 ინფიცირების წყარო სწორედ აჭარა აღმოჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი