საცხოვრებლის არმქონე პირები, რომლებმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა თვითნებურად დაიკავეს, პოლიციამ გამოასახლა. საცხოვრებლის არმქონე პირების თქმით, პროცესი ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქალებზე ფიზიკურად იძალადეს.
მძიმე სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები კვლავ დაბა ჩაქვში რჩებიან, მათ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი აქვთ პიკეტირებული. ამბობენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არ მოისმენს პროტესტს არ შეწყვეტენ.
საცხოვრებლის არმქონე პირების თქმით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თითქოს დაინტერესდნენ მათი პრობლემებით, ინიშნავდნენ პერსონალურ ინფორმაციებს, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მათთან კონტაქტზე აღარავინ გამოდის.