უცხოური მედია: მოსალოდნელია, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს დანიშნავს

გამოქვეყნდა:

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკ რუბიოს კანდიდატურას შეარჩევს. ამის შესახებ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით არაერთი უცხოური გამოცემა წერს. დანიშვნის შემთხვევაში ფლორიდაში დაბადებული მარკ რუბიო იქნება პირველი ლათინოსი პოლიტიკოსი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება.

მარკ რუბიო, რომელიც ე.წ ქორების ბანაკის წარმომადგენელია, მხარს უჭერდა მკაცრ საგარეო პოლიტიკას ჩინეთის, ირანისა და კუბის წინააღმდეგ. 

რუბიოს შესაძლო შერჩევამ შეშფოთება გამოიწვია ტრამპის ზოგიერთ მოკავშირეს შორის, რომლებიც თვლიან, რომ ფლორიდის სენატორის მსოფლმხედველობა და რეპუტაცია ეწინააღმდეგება ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილ უფრო იზოლაციონისტურ პოზიციას.

არც ტრამპს და არც რუბიოს ამ საკითხზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.

ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება და მისი კაბინეტის ფორმირებაც ამ დროისთვის დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი