კვირას, კუბის სანაპიროებთან 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მატერიალური ზიანი მიადგა რამდენიმე რეგიონს.
ძლიერი მიწისძვრა ქალაქ ბარტოლომე მასოს სამხრეთით 39 კმ-ში, ადგილობრივი დროით შუადღეს დაფიქსირდა, მანამდე, ერთი საათით ადრე იგივე ტერიტორიაზე 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
"იყო მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები", - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზარალის ოდენობას ადგენს.
სახელმწიფო გამოცემა Cubadebate-ის მიერ გამოქვეყნებული გრანმას პროვინციის სურათებში ნაჩვენებია დაბზარული შენობები და ნანგრევები. კუბის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ენრიკე დიეგო არანგო არიასის თქმით, პილონის მუნიციპალიტეტმა "მნიშვნელოვანი ზიანი" მიიღო.