8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ორბელიანების სასახლეში ბრიფინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.
იქამდე კი ევროპელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
ევროპელი დეპუტატები ამ წუთებში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დელეგაციის წევრებს არჩევნების გაყალბების მექანიზმებისა და საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელი პოლიტიკოსები შეხვდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც და მათგანაც მოისმენენ ტოტალური გაყალბებისა და დარღვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. გაეცნობიან მტკიცებულებებსაც, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მესამე სექტორმა შეაგროვა.