ევროკავშირმა უკრაინას 980 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინას 980 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირი უკრაინისთვის 1 მილიონი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას მიმდინარე წლის მარტისთვის გეგმავდა.

"ვიცი, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ დონეს გაზაფხულამდე მივაღწევდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ ამის გაკეთება წლის ბოლომდე შეგვიძლია", - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უკრაინაში ვიზიტით იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი