"არასდროს დანებდეთ! არ დანებდეთ, რაც არ უნდა სირთულე იყოს, დადექით მტკიცედ!" - ასე მიმართა შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს.
"გამარჯობა, საქართველო. გამარჯობა, ევროპა! ძალიან მადლიერი ვარ დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნის გამო. ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი პირველი გამოცდილება იყო ის, რომ საქართველო ძლიერად დადგა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ქართველი ხალხის სიმამაცით. ეს ჩემთვის დიდი ინსპირაცია იყო, როდესაც თქვენ თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდით და იბრძვით თქვენი ადგილისთვის ევროპაში. ევროპისკენ არ არსებობს ორბანისეული გზა, არსებობს მხოლოდ დემოკრატიული გზა, მხოლოდ კანონის უზენაესობით, მხოლოდ თავისუფლებით.
[...]
რუსულ აგრესიას ერთი სახე არ აქვს, ტანკების ან ფოლადის, მას გააჩნია სახე, რომელიც უკანა კარიდან იყურება და რომელიც შეიძლება ვერც კი იცნოთ, თუ ძალიან გვიანი არ არის, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან გვიანი არ არის. იბრძვით რა, დემოკრატიისთვის, არასდროს იქნება გვიანი და როცა იბრძვი დემოკრატიისთვის, დემოკრატიას აცოცხლებთ და დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როცა ხალხია მასთან, ოპოზიციაა მასთან... არასდროს არ დანებდეთ, არასდროს დათმოთ, რასაც არ უნდა დაუპირისპირდეთ, ძლიერად იდექით, ჩვენ ერთად მივაღწევთ მიზანს, მადლობა საქართველოს, მადლობა ევროპას", - განაცხადა ოტოსონმა.