დავიბრუნოთ ჩვენი ხმა! | 13 ნოემბერს, 12:30-ზე, ცესკოსთან ქალების აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დავიბრუნოთ ჩვენი ხმა - ქალების პროტესტი - 13 ნოემბერს, 12:30 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ქალების საპროტესტო აქცია ჩაინიშნა. 

13 ნოემბერს 12:30 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიმართება ქალების საპროტესტო აქცია "დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!".

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს საარჩევნო ხმები, მოპარეს ევროპული მომავალი.

ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების იძულებითი ემიგრაციის უდიდეს საფრთხეს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ქვეყანა არ დაიცალოს საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისგან!

ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი გმირების ხსოვნის შებღალვას და მტრისთვის დაჩოქებას!

არჩევნები გაყალბებულია!

ხმები მოპარულია!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს!, - წერენ აქციის მონაწილეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი