ნიდერლანდები სახმელეთო კონტროლს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს - ინფორმაციას Reuters ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ცნობილი ხდება, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლეთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი