პროდასავლური ოპოზიციური კოალიციების ლიდერები კონსულტაციებს მართავენ

გამოქვეყნდა:

არჩევნების გაყალბებიდან სამი კვირის შემდეგაც კი ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ მიუღია.  ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიული სამყაროც. ამ ფონზე კი ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და პოლიტიკურ ბრძოლას ქუჩის დემონსტრაციებით აგრძელებს ახალი არჩევნების მოთხოვნით. როგორ გრძელდება პოლიტიკური პროცესი ახალ რეალობაში და რა იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? ამ წუთებში სამი პროდასავლური ოპოზიციური კოალიციის ლიდერები კონსულტაციებს "ლელოს" ოფისში მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა არჩევნების გაყალბების საერთაშორისო გამოძიება იქნება. 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი