თავდასხმა "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან - დაშავებულია 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ფრანგული სატირული გაზეთის, ჩარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთს პოლიციის თქმით, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად მათ საეჭვო შეფუთვას და დანას მიაკვლიეს. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია ერთი პირი.

ცნობისთვის, ინციდენტი 2015 წელს მომხდარ თავდასხმაზე სასამართლო პროცესის დაწყებას დაემთხვა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი დახოცეს. ამ ფორმით ტერორისტულმა სამყარომ ჟურნალის მთავარ გვერდზე დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურას უპასუხა.

 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი