ოკუპირებული რეგიონების აღიარების ულტიმატუმი კრემლიდან და დუმილი თბილისიდან | პუტინის რეჟიმი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

კრემლის ახალი ულტიმატუმი და "ქართული ოცნების" დუმილი. საქართველოს ხელისუფლებას ისევ არ აქვს რაიმე რეაქცია მოსკოვის მოთხოვნაზე, რომელიც სულ უფრო აკანონებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას. ამჯერად პუტინის რეჟიმი თბილისისგან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას მოითხოვს. ამ პროცესში ჩართვა საქართველოს მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარების ტოლფასია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე პასუხის გაცემას აგვიანებს. 

თუმცა, კრემლის სურვილები ამით არ ამოიწურება. ჟენევის ფორმატში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოებრივი მისწრაფებების ცვლილების სურვილს ამჟღავნებს. ირკვევა, რომ მოსკოვში სწუხან საქართველოს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის შესახებ არსებული ჩანაწერის გამო. "ქართულ ოცნებას" არც რუსეთის ამ განცხადებაზე ჰქონია მკვეთრი რეაგირება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი