ოლიგარქიული რეჟიმი მიტაცებული არჩევნების გასაფორმებლად ემზადება | "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის ბუნდოვანი მომავალი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმი მიტაცებული არჩევნების გასაფორმებლად ემზადება. ცესკომ 26 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმი 21 ნოემბრამდე უნდა გამოაქვეყნოს, რის შემდეგაც ახალი მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია პრეზიდენტის თანხმობა. სალომე ზურაბიშვილი მასობრივად გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს, შესაბამისად "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწევს კონსტიტუციის დარღვევა და სხდომის თვითნებურად ჩატარება.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის დაწერის შემდეგ, 10 დღიანის ვადის ათვლა იწყება. ამ 10 დღეში პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომა უნდა მოიწვიოს და სხდომის თარიღი გამოაცხადოს. 

თუ პრეზიდენტის 27 ოქტომბრის განცხადებას მივყვებით, სადაც მასობრივი გაყალბების გამო არჩევნები არ აღიარა და კენჭისყრის პროცესს რუსეთის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია უწოდა, მაშინ უნდა ველოდოთ რომ ქვეყნის პირველი პირი სხდომას არ დანიშნავს. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს რომ მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება და მას ლეგიტიმაცია არ ექნება. თუმცა ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ოლიგარქის პარტია კონსტიტუციაზე კიდევ ერთხელ იძალადებს და ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევით პირველი სხდომა მაინც შეკრებს.

ოლიგარქის კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო პროცედურების დარღვევის რამდენიმე ვარიანტი აქვს. მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს; რაც ნაკლებად სავარაუდოა. ივანიშვილის პარტია დიდი ალბათობით მეორე გზას აირჩევს, რაც პრეზიდენტისთვის მიცემული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პარლამენტში დეპუტატების თვითნებურ შეკრებასა და სხდომის გამართვას გულისხმობს. 

მე-11 მოწვევის პარლამენტის რომ არალეგიტიმურია, ამას ქართველის ხალხთან ერთად ღიად და დაუფარავად ამბობს საერთაშორისო საზოგადოება. ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები -  ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები  - გაყალბებული არჩევნების გამოძიებას ითხოვენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი