"ოცნება" ისევ ოპოზიციის აკრძალვით იმუქრება | დასავლელი პარტნიორების გზავნილები და ოლიგარქის გუნდის უცვლელი რიტორიკა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო რიტორიკას უბრუნდება. პრემიერ-მინისტრი კვლავ იწყებს საუბარს ოპოზიციის აკრძალვაზე და სწუხს, რომ ამ მიზნის მარტივად მისაღწევად პარლამენტში არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუმცა "ქართულ ოცნებაში" არ მალავენ, რომ ახალი გეგმა აქვთ. მმართველი პარტია არ გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო დონეზე გაუქმებას. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ფორმალობად იქცა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი აღარ მალავს, რომ თუ ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შენარჩუნდება, საქართველო ისტორიულ მიზანს ვერ მიაღწევს და ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურება.

ბრიუსელი თბილისისგან დემოკრატიულ ნაბიჯებს მოელის, "ქართული ოცნება" კი ავტორიტარიზმისკენ მიდის. მოპარული არჩევნების შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაუქმებაზე ისევ ალაპარაკდა. ბაქოში მყოფი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას გაქრობით ემუქრება.

კობახიძის მუქარა დღეს მისმა თანაგუნდელებმაც აიტაცეს, თუმცა მმართველ პარტიაში ჯერ ზუსტად ვერ ჩამოყალიბდნენ ვისი გაუქმება აქვთ განზრახული - პრემიერს სრულიად ოპოზიციის სამართლებრივად გაქრობა სურს, კახა კალაძემ კი დღეს ოდნავ განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა და მხოლოდ წინა ხელისუფლების გასამართლებით დაიმუქრა.

ოპოზიციის აკრძალვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ოლიგარქი მის გუნდთან ერთად საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციურ ძალებს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა. 

ვის გააუქმებს ლამობს არალეგიტიმური ხელისუფლება - ოპოზიციისთვის ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია. პოლიტიკური ძალის გაუქმებას მყარი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, შესაბამისად მათი შეფასებით, "ქართული ოცნების" ახალი კამპანია მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი და რეალობას მოკლებულია.

ოპოზიციის გაუქმების მუქარაზე ოლიგარქის პარტიამ დასავლეთიდან ხისტი პასუხი უკვე არაერთხელ მიიღო. განსხვავებულ აზრთან ბრძოლა ევროკავშირში ვერ მიგიყვანთ - ასეთია პარტნიორების გზავნილი, თუმცა ოლიგარქის პარტია არავის აზრს არ ითვალისწინებს და ერთი-ერთში რუსული მეთოდებით ოპონენტებთან ბრძოლას ისევ აანონსებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი