აფხაზები კრემლის მიერ დანიშნულ ე.წ. პრეზიდენტსა და საოკუპაციო რეჟიმს უპირისპირდებიან | დაძაბული ვითარება დროებით ოკუპირებულ რეგიონში

გამოქვეყნდა:

უკიდურესად დაძაბული ვითარება აფხაზეთში. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა კრემლის ხელდასხმულ პრეზიდენტს და საოკუპაციო რეჟიმს ქუჩის მასშტაბური პროტესტით უპირისპირდება. მდგომარეობის ესკალაცია ოპოზიციის ლიდერების დაკავებას მოყვა, რომლებმაც გააპროტესტეს მოსკოვისა და სოხუმის მორიგი შეთანხმება მიწის და უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის კანონის შესახებ. ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია, თუმცა წინ საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების რატიფიცირების პროცესია, რაც დიდი ალბათობით ოკუპირებულ რეგიონში ახალი დაპირისპირება მოჰყვება. 

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ქუჩაში კიდევ ერთხელ ე.წ. ხელისუფლების მორიგმა გადაწყვეტილებამ გამოიყვანა. ადგილობრივები კრემლის და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და კრემლის გეგმებს დაუპირისპირდა. საქმე ეხება საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს პრივილეგირებულ პირობებში აყენებს. 

ამ შეთანხმებას მასობრივი პროტესტი მოყვა. პროტესტს კი ოპოზიციონერების დაკავება. ერთ-ერთი ვერსიით ისინი იმ ე.წ. დეპუტატს დაუპირისპირდნენ, რომელმაც შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წევრების დაპატიმრებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. მოსახლეობამ გადაკეტა გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები. ვრცელდება კადრები, როგორ დაუპირისპირდნენ ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს.

უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია. პარალელურად გადაწყდა სამთავრობო ობიექტების დაცვის გაძლიერებაც. განსაკუთრებული გააძლიერეს ე.წ. პარლამენტის დაცვა, ჯავშანმანქანები განათავსეს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთანაც.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დათანხმდებიან რუსეთსა და აფხაზეთს შორის საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების ამოქმედებას. მიმდინარე პროცესი კი მათ 1937 წლის რეპრესიებს შეადარეს

ხელისუფლებას დღეს უკან დახევა მოუწია და დაკავებულები  გაათავისუფლა, რომელთა შორის იყო ე.წ. ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი თენგიზ აგრბა. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, სასამართლომ პროცესი შეწყვიტა. გათავისუფლებულებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და ასლან ბჟანიას დაუპირისპირდნენ.

ალმასხან არძინბა - 

სპეციალისტების თქმით ის რაც აქხლა დროებით ოკუპიორებულ ახაზეთში ხდება, არის ბოლო პრეიოდში მიმდიანრე პროცესების ლოგიკური გაგრძელდება და ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

მანუჩარ ახალაია - ,,ერთიანობა - ანაციონალური მოძრაობის'' წევრი

მკვლევარების შეფასებით ასეთ ვითარებაში განსაკაუთრებით მნიშვნელოვნია საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა და საერთშორისო თანამეგბორობისთვის დეტაული ინფორმაციის მიწოდება, რად დანაშაულს ჩადის ოკუიპანტი რუსეთი. ისინი ,,ქართულ ოცნებას'' კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ რუსეთი, მხოლოდ საკთარი დღის წესრიგით მოქმედებს და სხვის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

გიორგი ანთაძე - 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი