ტრამპი აპირებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნოს მაიკ უოლცი, რომელმაც ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ივანიშვილი "პუტინის ახლო მოკავშირედაა" მოხსენიებული

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რომ "რესპუბლიკელი" მაიკ უოლცი უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნოს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უოლცი აშშ-ის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკია და ჩინეთის კრიტიკით გამოირჩევა. ის თვლის, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სავარაუდო კონფლიქტისთვის უნდა ემზადებოდეს.

2020 წელს ვოლცმა, კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად, ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "პუტინის ახლო მოკავშირედ" არის დახასიათებული

უოლცი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ინფორმირებაზე უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი