პენტაგონის ხელმძღვანელი Fox News-ის წამყვანი იქნება, CIA-ს დირექტორი კი დაზვერვის ყოფილი უფროსი, მასკი ეფექტურობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში  პენტაგონის ხელმძღვანელი და CIA-ს დირექტორი წარადგინააშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ს არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი  პიტ  ჰეგსეთი, ხოლო CIA-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ  რეტკლიფი.

"პიტი  მკაცრი, ჭკვიანია და ნამდვილად სჯერა, რომ  ამერიკა უპირველესია. პიტის  ხელმძღვანელობისას ამერიკის მტრები ფრთხილად იქნებიან,  ჩვენი არმია კვლავ დიდებული იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან ," - განაცხადა ტრამპმა.

ტეხასის ყოფილ კონგრესმენ  ჯონ  რეტკლიფზე  კი განაცხადა, რომ "ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის  მებრძოლი  ამერიკელ  ხალხთან  ერთად".

ტრამპმა ადმინისტრაციაში ბიზნესმენი  ილონ  მასკი  და ყოფილი  რესპუბლიკელი  საპრეზიდენტო კანდიდატი  ვივეკ  რამასვამიც  მიიწვია, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE).

"ეს ორი დიდი ამერიკელი ერთად გაუხსნის გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის, ჭარბი რეგულაციების, უაზრო ხარჯების შესამცირებლად და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისთვის, რაც აუცილებელია  ამერიკის  გადარჩენის   მოძრაობისთვის," - აღნიშნა   ტრამპმა განცხადებაში.

ახალი დეპარტამენტის აბრევიატურა, DOGE, არის მინიშნება Dogecoin კრიპტოვალუტის სახელზე, რომელიც  ილონ მასკმა წარადგინა.

რა ფორმას მიიღებს ახალი სტრუქტურა,  უცნობია. ტრამპის  განცხადებაში  ნათქვამია,  რომ  ახალი  სტრუქტურა  "იმუშავებს თეთრ სახლთან და ბიუჯეტის ოფისთან ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად".

ასევე ცნობილია, რომ  მასკი  და  რამასვამი  ამ სამუშაოს 2026 წლის ივლისამდე განახორციელებენ. გაურკვეველია, ამოიწურება თუ არა მათ ვადა ამის შემდეგ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი