"მამა ახორციელებდა საუბნო კომისიების დათვალიერებას, თეონა ჯაფარიძემ დაურეკა და მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა... 46 წუთში მამა გარდაიცვალა" | ქეთევან თურაზაშვილი

გამოქვეყნდა:

საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიის გარდაცვლილი წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის ოჯახი გამოძიების მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს. მათი თქმით, საგამოძიებო ორგანოები ხელს აფარებენ კომისიის წევრ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც ზეწოლას ახდენდა და რომელთან საუბრის შემდეგაც, 40 წუთში თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის შვილი, ქეთევან თურაზაშვილი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრია. მისი თქმით, მამის საქმეზე, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლას ემსხვერპლა, გამოძიება 3 კვირაა არაფერს აკეთებს.

"თეონა ჯაფარიძე არის საოლქო კომისიის წევრი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფაქტობრივად ის ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.

23 ოქტომბერს მამა - ალექსანდრე თურაზაშვილი ახორციელებდა საუბნო კომისიების დათვალიერებას. ამის თაობაზე აცნობეს თეონა ჯაფარიძეს, რომელსაც ეს არ მოეწონა, რადგან ის "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. დაურეკა, მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. 46 წუთში დამირეკა დედამ და მითხრა რომ მამა გარდაიცვალა.

მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თეონა ჯაფარიძე სამსახურიდან. ასევე, მივმართავ შსს-ს, რომ დაწყებულია გამოძიება და გააკეთონ საკუთარი საქმე, რაც ევალებათ," - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი