კინოსტუდია Мосфильм-მა რუსეთის ჯარს ტანკები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გადასცა

გამოქვეყნდა:

კინოსტუდია Мосфильм-მა რუსეთის ჯარს ტანკები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გადასცა - ამის შესახებ კინოსტუდიის გენერალური დირექტორი კარენ შახნაზაროვი საუბრობს.

2023 წელს კინოსტუდიამ რუსეთის ჯარს 28 T-55 ტიპის ტანკი, 8 PT-76 ტიპის ტანკი, 6 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 8 სამხედრო ტრაქტორი გადასცა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამასთან დაკავშირებით კინოსტუდიის გენერალურმა დირექტორმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.

შახნაზაროვის თქმით, ეს ტექნიკა სტუდიის სამხედრო-ტექნიკურ ბაზაზე ინახებოდა.

"მე გავიგე, რომ არსებობდა ამის საჭიროება, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და შემდეგ მათ ეს მანქანები წაიყვანეს".- თქვა კარენ შახნაზაროვმა.

Мосфильм-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კინოსტუდია ფლობს სამხედრო ტექნიკას, რომელსაც რეკვიზიტებად იყენებენ, მათ შორის, 190-ზე მეტ სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკას, თვითმავალი საარტილერიო დანადგარს და ჯავშანტრანსპორტიორს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი