"ლელო" "ქართული ოცნების" 4 დეპუტატს "მევახშეობაში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

“ლელო” ვებგვერდზე აქვეყნებს “ქართული ოცნების” დეპუტატების სიას და ამბობს, რომ ისინი "მევახშეობით" ფულის “ხელზე გასესხებით” არიან დაკავებულები.

"ლელოს" მიერ შემოთავაზებული სია, რომელზეც პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საბა ბუაძემ ისაუბრა, ასე გამოიყურება: 

  1. ისკო დასენი - დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მისო ლიდერ კრედიტი“, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას 120,000 ლარი და სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.
  2. ბექა ოდიშარია - 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170,000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22,723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს „ინვესტიციის“ სახით გაცემული ჰქონდა 350,000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105,000 ლარი.
  3. ილია წულაია - 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9.6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170,000 ლარი.
  4. დავით სონღულაშვილი - გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.

აქვე, 21 სექტემბერს "ლელოს" წარმომადგენელი, მამუკა ხაზარაძე  "მევახშეობის" აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანებს ბანკი და მევახშე ერთმანეთში ერევათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი