ტრამპი ადმინისტრაციას რუსეთთან შეურიგებელი პოზიციის მქონე პოლიტიკოსებით აკომპლექტებს | აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებები

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპი საკუთარი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას აგრძელებს. გამარჯვების ზეიმისა და მილოცვების მიღების შემდეგ, არჩეულმა პრეზიდენტმა პირველი და საკვანძო საკადრო გადაწყვეტილებების მიღება უკვე დაიწყო. დონალდ ტრამპმა საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ხელმძღვანელი პირების ვინაობა დაასახელა. თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტს  მაილ უოლცი დაიკავებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი,  რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ბაიდენის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკოსია იმის გამო, რომ საკმარის დახმარებას ზელენსკის ადმინისტრაციას არ უწევს.  

მარკ უოლცი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო ერთ-ერთი პირველი კონგრესმენი, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვდა. წარმომადგენელთა პალატის 2020 წლის ანგარიშში სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა", რომელიც რესპუბლიკელი კონგრესმენების ავტორობით მომზადდა და რომელზეც  ხელმომწერი მარკ უოლციც არის -  ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული; დოკუმენტი პირდაპირი მოწოდებაა ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ, რომ ამერიკამ პუტინის დამხმარე ოლიგარქების დასანცირებაზე აქტიურად უნდა იმუშაოს. 

თავდაცვის მდივნის, ანუ თავდაცვის მინისტრის პოსტს, ტრამპის ადმინისტრაციაში ჰიტ ჰეგეთსი დაიკავებს. 44 წლის ჰეგეტსი, "ფოქს ნიუსის" წამყვანი და არმიის ვეტერანია. მას კლასიკურ, ახალგაზრდა რესპუბლიკელ ქორად მოიხსენიებენ, ანუ საგარეო პოლიტიკაში აქტიური და ხისტი ნაბიჯების გადადგმის მომხრეა. რესპუბლიკელებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გაკრიტიკება დაიწყო, - უკრაინის სწრაფი შეიარაღების მოთხოვნით. 

საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით იგივე და უფრო ხისტი პოზიციები გამოარჩევს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს იგივე (CIA) დირექტორობის კანდიდატ ჯონ რეტკლიფს. რეტკლიფი გამოირჩევა ანტიჩინური და ანტირუსული განცხადებებით. ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას უკრაინისთვის  არასაკმარისი დახმარების გამო ისიც მწვავედ აკრიტიკებს. 

დონალდ ტრამპის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტოლოგებისა და ექსპერტებისთვის საფუძველია თქვან, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მისივე ამომრჩეველს ატყუებს როდესაც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები სრულად გადაიტვირთება. საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქის პარტიის ანტიდასავლური ქმედებები,  ჩინეთთან ოლიგარქიული რეჟიმის სტრატეგიული პარტნიორობა და ირანში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტები უპასუხოდ არ დარჩება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი