ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 16 ნოემბერს პერუში შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნდა:

16 ნოემბერს, პერუში, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შეხვედრას გამართავენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ლიდერები პერუში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.

მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი