"ქართველი ხალხი ქუჩაშია და მოპარულ არჩევნებს აპროტესტებს - ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ჩვენი სისუსტე საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი არ გახდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არ იყო ფარულობა დაცული. იყო დაშინება, იყო ძალადობა ეს არის ის რაც ახლდა არჩევნებს საქართველოში. რაც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. ქართველი ხალხი ქუჩაში არიან და აპროტესტებენ იმას, რომ მათ მოჰპარეს არჩევნები. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშებს და სჯერათ, რომ ჩვენ მათ არ მივატოვებთ. მაგრამ ქართული ოცნება, რომელიც სინამდვილეში არის ქართული კოშმარი, მათ უნდათ რომ ოპოზიციური პარტიები გააუქმონ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხალხს იმედი მივცეთ და მხარი დავუჭიროთ მათ ვინც იცავს საქართველოს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სისუსტე არ გახდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლის მიზეზი", - განაცხადა ნატალი ლუაზომ. [ სინქრონული თარგმანი]