ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს | განცხადება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ახლადდანიშნული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, ფლორიდის ამჟამინდელ სენატორს, მარკო რუბიოს დანიშნავს - ამის შესახებ მის განცხადებაშია საუბარი.

"ჩემთვის დიდი პატივია, გამოვაცხადო, რომ ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი. ის უაღრესად პატივცემული ლიდერი და ძლიერი ხმაა თავისუფლებისთვის. ის ჩვენი ერის ძლიერი ადვოკატი, ჩვენი მოკავშირეების ჭეშმარიტი მეგობარი და უშიშარი მეომარი იქნება, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უკან არასდროს დაიხევს. მოუთმენლად ველოდები მარკოსთან ერთად მუშაობას, რათა ამერიკასა და მსოფლიოს უსაფრთხოება და დიდება კვლავ დავუბრუნოთ!" - წერია ტრამპის განცხადებაში. 

 

"კოალიცია ცვლილებისთვის" - არჩევნების ანგარიში
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი