ხინჩეგაშვილმა მერად არჩევიდან ერთ თვეში მერიის დახმარებით დედას მიწა გაუფორმა

გამოქვეყნდა:

გორის ყოფილი მერი და ახლა უკვე "ქართული ოცნების" დელეგატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში, საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი კომისიის ჩართულობით, ოჯახის წევრს  სასურველი მიწის უსასყიდლოდ დარეგისტრირებაში დაეხმარა.

კერძოდ, ირკვევა რომ  ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ, ქეთევან გაგნიძემ 2021 წლის დეკემბერში გორში მდებარე მიწის ნაკვეთი მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით უსასყიდლოდ გაიფორმა. საუბარია  849.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე,  რომელიც გორში თამარ მეფეზე მდებარეობს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოჯახის სხვა საკუთრებებს ესაზღვრება. ქონების გაფორმება ყოფილი მერის დედამ გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აღიარების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტით შეძლო. დოკუმენტს ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი აწერს.

იმავე წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დედამ ამავე მიწის მეზობლად კიდევ ერთი ნაკვეთი დაირეგისტრირა. ხინჩეგაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ  850 კვ.მ ფართობის ნაკვეთში მათ 1 000 ლარი გადაიხადეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ნაკვეთის ღირებულება 100 000 დოლარს აჭარბებს.

გორის მერის მოადგილე, აღიარების კომისიის თავმჯდომარე თამაზ შიოშვილი აცხადებს, რომ აღიარების კომისიაზე უკანონო არაფერი ხდება.

"აღიარების კომისიაზე გადასცემდნენ თუ ეკუთვნოდა, არ არსებობს ვარიანტი ისე გადასცენ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს, თუ კანონს არ აკმაყოფილებს, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. გამორიცხულია რამე უკანონო გაკეთებულიყო," - ამბობს თამაზ შიოშვილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი