ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, BBC-ის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობით თავდამსხმელი საკუთარმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. ამასთან, აფეთქებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობის ევაკუაცია განხორციელდა.
გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა და შეაჩერეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხედარი შენობის გარეთ აღმოაჩინეს, მაგრამ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
საგამოძიებო უწყებები მომხდარი ფაქტის სრულყოფილი გამოძიების პირობას დებენ.