პროკურატურამ დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა | გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, იმის ნაცვლად რომ ცესკოს მხრიდან მომხდარიყო საარჩევნო სიების გასაჯაროება, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ინახებოდა. ამის შესახებ გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ თავიდან მივმართეთ "ოცნებას", რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელი უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა "ცესკომ" ამაზე რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდგომ მივმართეთ სასამართლოს, რათა სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. მივმართეთ სასამართლოს თხოვნით, რომ გადაუდებლად დაეცვა ეს აღჭურვილობა. სამწუხაროდ, სასამართლოზე გამოცხადდნენ ცესკოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი