"გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!" | გელათი 4 თვეა დაკეტილია და მეხუთე ზამთარსაც დაუცველი ხვდება

გამოქვეყნდა:

გელათში ვითარება უცვლელია. "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის ცნობით, მონასტერი ისევ ჩაკეტილია და გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა

"ვისაც გელათის ბედი ისევ გაღელვებთ..
ვითარება უცვლელია!
მონასტერი ჩაკეტილია!
გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა!
გააცდინეს სამუშაოებისთვის ხელსაყრელი მშრალი სეზონი!
დღემდე არ აკეთებენ კომენტარს სამუშაოების შეწყვეტის მიზეზების შესახებ.
მეხუთე ზამთარი უხარისხო გადახურვის ქვეშ სირცხვილზე და მტრობაზე მეტი იქნება!" წერს ბარათაშვილი

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.

ამასობაში კი ცნობილი ხდება, რომ წყალი გელათს მხოლოდ სახურავიდან კი არ უტევს, არამედ საძირკვლიდანაც. საქმე ეხება გრუნტის წყლებს, რომელიც გელათის ეზოში აღმოსავლეთ მხრიდან შემოდის, გროვდება და შემდეგ ტაძარში ტენის სახით გამოიყოფა. 

ეს საკითხი არ გამორჩენია მსოფლიოში ცნობილ კლიმატოლოგს, ალესანდრო მასარის, რომელიც გელათში 2021-2022 წლებში “ასოციაცია ჯოვანნი სეკკო სუარდოს” გუნთან ერთად მუშაობდა. მან შეისწავლა გრუნტის წყლებიც და გასცა რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის შემცირებასა და ტაძრის დაცვას. მაგალითად, მისი რჩევა იყო, რომ ეკლესიის გარე ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა მოწესრიგებულიყო. მაშინ გელათის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უძღვებოდა. თუმცა, მასარის რეკომენდაციების მიუხედავად, სააგენტოს, პრობლემის მოსაგვარებლად, რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. 

ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე აი ფაქტმა ჩაატარა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი