რუსეთში, აიკრძალება ფილმებში, რეკლამებსა და სალიტერატურო ტესტებში იმ ოჯახების წარმოჩენა, რომელთაც შვილები არ ჰყავთ. მოსკოვი ამ გზით დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას და შობადობის წახალისებას ეცდება.
დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს "შვილის არყოლის პროპაგანდას". კენჭისყრამდე პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, მათ მოუწოდა, რომ "პატრიოტული მოვალეობა" შეესრულებინათ.
„ბავშვების გარეშე ქვეყანა არ იარსებებს”, – განაცხადა მან.
კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც დამნაშავედ იქნებიან ცნობილი "შვილის არყოლის პროპაგანდის" გავრცელებაში, დაეკისრებათ 400 000 რუბლამდე ჯარიმა, ხოლო ორგანიზაციებს 5 მილიონი რუბლი.