"ცოტა დრო მრჩება ცხოვრებისთვის..." | საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პოლიციელის მიმოწერა და შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელსაც ოჯახი მუქარაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის, ლევან სულაშვილის ოჯახი იმ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს ასახელებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ემუქრებოდა. მათი თქმით, ეს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზვიად პაპუაშვილია, რომელიც სულაშვილისგან მის შვილზე დაქორწინებას მოითხოვდა, თუმცა ახალგაზრდა კაცისგან უარი მიიღო. მშობლები ეჭვობენ, რომ მათი შვილი სწორედ ამის გამო მოკლეს და სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს. 

"იძახიან, ვიღაც 2 თვის მითრეული გოგოს მამა აძალებდა, რომ ჩემი შვილი უნდა წაიყვანო ცოლადო. ეს მე ჭორის დონეზე ვიცი. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი პოლონეთში მიდიოდა სამუშაოდ. იმდენად ამაზრზენი იყო უკვე იქ სამუშაო, ბევრ რამეს ვერ იძახდა, იძულებული იყო წამოსულიყო [სამსახურიდან]" ამბობს გარდაცვლილი პოლიციელის დედა. 

"ემუქრებოდა, გინდა თუ არა 6-ში უნდა მიხვიდე ჩემთან ოჯახიანად და ჩემს გოგოს ხელი სთხოვოო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგანადგურებო. მეგობარ გოგოს მისწერა სმს- თუ რაღაცა მომივიდა, ჩემ ტელეფონშია ყველაფერიო." ამბობს მამა.   

შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სულაშვილს მეგობარს ტელეფონით უთხრა, რომ თუ რამე დაემართებოდა, მტკიცებულებები მისი გარდაცვალების მიზეზებზე უნდა მოეძებნათ მის ტელეფონში, რომელიც ამ დროისათვის შსს-ს მიერაა ამოღებული. "მთავარისთვის" სულაშვილისა და მისი მეგობრის მიმოწერის ნაწილიც გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ სულაშვილი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. 

"მტკიცებულებები მაქვს სქრინები. მთავარი მოწმეა გოგო, რომელთანაც გარდაცვალებამდე ჰქონდა ჩემ ძმას კომუნიკაცია და სქრინებში არის ყველაფერი, როგორ აშანტაჟებდა ვიღაც...დროს უთქვამდა რომ სამსახურიდან გამოსვლის დღეს, დღის 2 საათამდე უნდა ენახა და ჩემს ძმას ის ადამიანი სახლში, ოჯახით ელოდებოდა და ჩემი ძმა ეუბნებოდა, რომ ჯერ არ იყო მზად ოჯახის შექმნისთვის. ჩემი ძმა 2 საათისთვის უკვე გარდაცვლილი იყო და 4 საათზე ნანახი აქვს მესიჯები და როგორ? მე ვფიქრობ , რომ ტელეფონიც ჰქონდა ვიღაცას" - ამბობს გარდაცვლილი სულაშვილის და. 

28 წლის სულაშვილი გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში 6 ნომერს, თბილისის ზღვაზე იპოვეს. მას თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.  გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი